ახალგაზრდა ქართველი მეკარე, ლუკა ხარატიშვილი ჩეხურ პარდუბიცეში გადავიდა და ტრანსფერის შემდეგ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
მინდა, რომ პარდუბიცეში ვითამაშო და გუნდს წარმატება მოვუტანო. მჯერა, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ. მოუთმენლად ველი უცხოურ კლუბში ჩემს პირველ თამაშს. გახარებული ვარ აქ ჩამოსვლით. ამავე დროს კლუბისა და მისი გულშემატკივრების წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე საუკეთსო თვისებები გამოვავლინო.
- ამბობს 22 წლის ქართველი მეკარე.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილი ჩეხეთში წასვალმდე ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, მისი კლუბი კი დინამო ბათუმი გახლდათ.