WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი:

“მე მიყვარს ჩემი სამშობლო… ძალიან მიყვარს…

მიყვარს მისი ყოველი კუთხე, ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი, გურული პოლიფონია ყველაზე დიდ ცივილიზაციად მიმაჩნია, ხოლო რაჭა ჩემი მხარეა, მისთვის სიცოცხლე არ დამენანება, თუშეთში პირველად რომ მოვხვდი კინაღამ გადავირიე, სამცხე ჯავახეთში ყველაფერთან ერთად მახსოვს თეატრის დასმა გამაოგნა, აფხაზეთში და ბორჯომის ხეობაში კი მთელი ჩემი ბავშვობის წლები მაქვს გატარებული, დაუვიწყარი… უძვირფასესი… მინდა რომ ჩვენი საყვარელი სამშობლო კარგად იყოს, ამას კი გარე მტერთან ერთად ბევრი შინაურიც უშლის ხელს. კორუფცია და კოლაბორაციონიზმი განვითარებას ყოველთვის შეაფერხებს, ორად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება ვერ შეძლებს სახელმწიფოს მომავლის შენებას…

არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის მიმდევარი, არც ადრე, არც ახლა. ვიყავი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე მეოცნებე, ისეთ მომავალზე, სადაც ყველაზე მაღლაა სამართალი, ყველაზე დაცულია ადამიანის უფლებები, უზენაესია ამ სტანდარტებით შექმნილი კანონები, სადაც სამშობლოს სიყვარული უდრის ერთმანეთის კეთილდღეობაზე, ტყეებსა და მდინარეებზე, ქალაქებსა და სოფლებზე, გამზირებსა და ქუჩებზე, პარკებსა და ბაღებზე, მიუსაფარ ცხოველებზე და ფრინველებზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, მოხუცებზე და სნეულებზე ზრუნვას!..

ულევი სიკეთე ჩვენს ძვირფას, ულამაზეს და თავისუფალ საქართველოს და რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გამარჯვება დიდ ბოროტებასთან შეუპოვრად მებრძოლ უკრაინას!!!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.