სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ მძიმე ნეგატიურ კამპანიას ოპტიმისტური შემართებით ეხმაურება:
“ამხელა მონსტრი პროპაგანდისტული მანქანით მეჭიდავებით და 1 უბრალო ტელეფონით გჯობნით მაინც, ვიცი რომ ეგ გაგიჟებთ.
ცოტა თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენზე ჭკვიანი ვარ, აქ მთავარი ისაა, რომ სიმართლე ჩემ მხარესაა, სიმართლეს ფულით ვერ იყიდი. ასევე ტყუილად კიცხავთ თქვენიანებს, იმის გამო, რომ ჩემზე ვერაფერი ამოქექეს, არაფერი მაქვს ამოსაქექი და იმიტომ.
თქვენ შეგიძლიათ დამიჭიროთ, მცემოთ ან სულაც გამაქროთ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები, ვინც იმავეს გააკეთებენ და ვინ იცის, ჩემზე უკეთაც. ამ ქვეყნისგან რუსეთის ტიპის დამონებული საზოგადოება არ გამოვა. მე ამის მჯერა ისე, როგორც არავის და არაფრის. ეს პოლიტიკური ბრძოლა არ არის, ეს უკვე დიდი ხანია ღირსების საკითხად იქცა, რომელიც, ასევე არ იცვლება ფულზე“, – წერს თორნიკე რაზმაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა