WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით, ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტებზე აკეთებს მინიშნებას:

“მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა, ანუ, შიდა პატიმრობაში ჰყავდათ.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. მისი თვალი და ყური ანზორ ჩუბინიძე იყო, რომელიც მამუსგან უფრო ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე თავად მდინარაძე.

მამუს ხალხის დახსნა დასრულდა: ფინანსური პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე უკვე გაათავისუფლეს.

შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიაროს მდინარაძის მეგობარმა, გენერალურმა პროკურორმა გვარაკიძემაც.

ამ ყველაფრის ფონზე სულ უფრო რეალური ხდება, რომ მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს.

პოლიტიკური პარადოქსია: კაცი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციას ებრძოდა, შესაძლოა, თავად გახდეს იმ სისტემის პატიმარი, რომელშიც კორუფცია არა გამონაკლისი, არამედ მართვის წესია.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს“, – წერს ლაშა ფარულავა.