შეწყალებით თუ სხვა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობით პატიმრობიდან გათავისუფლების მომხრეა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“ვისაც შეწყალების გზით გათავისუფლების შანსი აქვს, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
შეწყალების თხოვნით განცხადების დაწერა არ არის ღირსების შელახვა, დანაშაულის აღიარება ან ვინმეს წინაშე თავის დამცირება. ეს არის არსებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად.
შეწყალების პროცესი ამ რეჟიმის ხელში არის ფარსი, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ ამ გზით ცდილობს გათავისუფლებას. არავის მართებს პრინციპების მსხვერპლად შეწირვა სისტემის წინაშე, რომლის უსამართლობაშიც არავის ეპარება ეჭვი.
თავისუფლება პრიორიტეტია. ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა კი – გამოსაყენებელი“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა