“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა კობახიძე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სუროგაციის აკრძალვის მიზნით შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:
“ქალებს ართმევენ დედობის ბედნიერებას 💔 იმ ათასობით წყვილს, რომელთა ერთადერთი იმედიც თანამედროვე მედიცინაა, ამ შესაძლებლობას უსპობს ბოროტი ქოცი მაშინ, როცა ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. შობადობა კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული და ერი ბერდება. ასეთ დროს ამ აკრძალვის შემოღება მხოლოდ ბოროტის ტვინში თუ მოიხარშებოდა.
ოჯახებს, რომლებსაც შვილი უნდათ და გამოსავლად სუროგაციას ირჩევენ, ქვეყნიდან ყრიან აიძულებენ, სხვა ქვეყანაში წავიდნენ და იქ მოიწყონ მომავალი.
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ სუროგაციის აკრძალვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგი რიგში აუცილებლად ხელოვნური განაყოფიერების შეზღუდვა და აკრძალვა იქნება.
რეპროდუქციული მედიცინის მიღწევებზე უარის თქმა და ზოგადად მედიცინის მიღწევებზე უარი – ეს არის ზუსტად თალიბანიზმი, სადაც ადამიანის სურვილები არავის ადარდებს მხოლოდ იმაზე დარდობენ, დროებით როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება.
საბედნიეროდ, რღვევა დაწყებულია ყველგან მათ კლანებშიც და საპატრიარქოშიც. დიდი დღე არ აქვთ, უნდა გავძლოთ! მალე გავიმარჯვებთ ბოროტებაზე“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა