„მირეკავენ და მეუბნებიან, გვინდა ვიდეო ჩაწერო, სადაც ხალს მოუწოდებ, რომ აქციაზე გამოვიდნენო, ამაში თანხას გადაგიხდითო“ - პოეტ ლაშა მაზანაშვილის სკანდალური მიმართვა

2 weeks ago 13

„მირეკავენ და მეუბნებიან, გვინდა ვიდეო ჩაწერო, სადაც ხალს მოუწოდებ, რომ აქციაზე გამოვიდნენო, ამაში თანხას გადაგიხდითო“ - პოეტ ლაშა მაზანაშვილის სკანდალური მიმართვა

პოეტმა ლაშა მაზანაშვილმა სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას უცხო ადამიანი დაუკავშირდა და ფულის სანაცვლოდ ვიდეოს გავრცელება შესთავაზა. მოთხოვნა იყო, რომ საზოგადოებისთვის მოეწოდებინა ქუჩაში გასვლა და აქციაზე დგომა.
„გუშინ მირეკავენ და მეუბნებიან, გვინდა ვიდეო ჩაწერო, სადაც ხალს მოუწოდებ, რომ აქციაზე გამოვიდნენო. ამაში კონკრეტულ თანხას გადაგიხდითო. თან, მეუბნებიან, ამაში ჩართულია 20-მდე ინფლუენსერიო.
ვიღაც ინფლუენსერებს უხდიან ფულს, ჯერ საკუთარ სამშობლოსთან აზრის დაფიქსირებაში რომ ფულს იღებ, რა დონის უსირცხვილო, უსამშობლო, უღმერთო უნდა იყო. მათთვის ახლა სულ ერთია ქვეყანაზე ჩაწერენ ვიდეოს თუ სახის კრემს გაარეკლამენებ.
მაგათ ნათქვამზე უნდა გავიდეთ და ვიდგეთ აქციაზე? თან გვეუბნებიან, მამუკა ხაზარაძის და გვარამიას გვერდით დადექითო, მართლა უსამშობლოების გვერდით დადექითო. ხმები რომ გაგვიყალბესო, რა ხმები გაგვიყალბეს, საქართველოს უმრავლესობას ნაცების და ამ სატანების დაბრუნება რომ არ უნდა, მაგას რა გაყალბება და დიდი აზრი უნდა?“, - ამბობს ვიდეოში ლაშა მაზანაშვილი.


სრულად წაკითხვა