მირიან გავაშელიშვილი სერბეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია – ქართველი ხელბურთელი გადამწყვეტი მატჩის MVP გახდა

1 day ago 6

მეტალოპლასტიკამ, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი თამაშობს, სერბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის მატჩში პანცევო დაამარცხა 31:27 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ქართველ ხელბურთელს ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მატჩის MVP-ის ჯილდოც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ეს გავაშელიშვილის ბოლო მატჩის იყო მეტალოსპლასტიკაში – ქართველი ხელბურთელი ახალი სეზონიდან კარიერას პოლონეთის ჩემპიონატის კლუბ ოსტროვიაში გააგრძელებს.

გერმანიის ბუნდესლიგაში 32-ე ტურის მატჩი ჩაატარა გუმერსბახმა, რომლის შემადგენლობაში გიორგი ცხოვრებაძემ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. გუმერსბახმა დაძაბული მატჩში ლაიპციგი ერთი ბურთით დაამარცხა – 32:31.

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გუმერსბახი 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის ტრემბლი საკუთარ მოედანზე ჩამბერთან 29:32 დამარცხდა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 50 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა