"მიხარია, რომ ბოლოს ამის გაკეთება მაინც შევძელით" - ტოლისო მიქაუტაძეს დაემშვიდობა

2 weeks ago 8

„ლიონის“ ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს გამოეხმაურა და ქართველ ფორვარდს წარმატება უსურვა.

„მარსელთან“ დაპირისპირების შემდეგ ტოლისომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კლუბს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია:

ზაფხულში ბევრი ცვლილება მოხდა და საბოლოოდ მიქაუტაძის წასვლის ამბავი გავიგეთ. კლუბი იძულებული იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი გაეშვა და ეს ან გიორგი იქნებოდა, ან მალიკ ფოფანა. რა თქმა უნდა, მისი დაკარგვა ჩვენთვის რთულია, თუმცა მჯერა, რომ მის ადგილს ღირსეული მოთამაშე დაიკავებს,“ – განაცხადა ტოლისომ.

ფრანგმა ნახევარმცველმა ასევე ხაზი გაუსვა კლუბის ხელმძღვანელობის შრომას: „მენეჯმენტმა დიდი საქმე გააკეთა, ლიგა 1-ში დაგვტოვა და დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელების დამატებითაც გააგრძელებენ სწორ ნაბიჯებს. გიორგის ‘ვილიარეალში’ წარმატებებს ვუსურვებ და სასიამოვნოა, რომ შევძელით და გამარჯვება მას მივუძღვენით.

სრულად წაკითხვა