საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის ძირითადად ე.წ. ოპოზიციური არხებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ საუბრობს. სტატუსიდან ირკვევა, რომ პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა მოასწრო კრისტოფერ ნოლანის „ოდისეას“ ნახვა, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლა მიმდინარეობს..
“არა მხოლოდ მანდელაზე, არამედ ბრაზილიის პრეზიდენტ ლულაზეც ვისაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის მერე დაიჭირეს, გამოვიდა და ისევ პრეზიდენტი გახდა. ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე“, რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა ვიდრე საერთოდ ყველა ქართულ ენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქ-შოუს ერთად აღებულს. ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია - „ოდისევსის მოგზაურობასთან“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, ჰომეროსის “ოდისეა” მან ბავშვობაში წაიკითხა და მაშინ ოდენ ზაპრად აღიქვა.
“მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი, ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი. ოდისევსი ბრუნდება 20 წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპეს მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპეს „დათრევას“ და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით. ჩათვალეთ რომ პენელოპე საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპეს მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.
რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს”, - წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული და მათგან რამდენიმეში უკვე მსჯავრდებულიც, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევენებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერსვე დააკავეს.
ციხეში შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი ჯერ ციხის კლინიკაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ვივამედში ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფებოდა.

6 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·