"მოედანზე ზუსტად ამიტომ ვცეკვავ" - ვინისიუს ჟუნიორი

3 days ago 1

თამაშში გოლის გატანის შემდეგ ხშირად ვინისიუს ჟუნიორი აღსანიშნად კუთხურის ალამთან მირბის და გატანილ ბურთს ბრაზილიური ცეკვით აღნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ ვინი კომენტარს აკეთებს:

ბავშვობაში მუდამ ვცეკვავდი, რაც სიამოვნებას მანიჭებდა, ახლა კი მოედანზე ამ ყველაფრის გადატანას ვცდილობ. ეს უბრალოდ ბრაზილიური კულტურაა.

- თქვა რეალის ვარსკვლავმა.

სხვათა შორის, ბევრი სხვა საკითხის პარალელურად, ზოგიერთი გულშემატკივარი ვინისიუსს ამ ფაქტის გამოც აკრიტიკებს. მათი აზრით, ვინისიუსმა მეტოქის ქომაგების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.

სრულად წაკითხვა