მოვუწოდებ ბაბუებს, ბებიებს – 1 საათიდან გელოდებით პარლამენტთან, 7-მდე მაინც ვიყოთ – პაატა ბურჭულაძე

2 weeks ago 8

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:

,,მე დღეს მოვედი, ჩემს ცხოვრებაში პირველად როგორც მამა და ბაბუა. მომავალ წელს მისრულდება 70 წელი. მინდა მოვუწოდო ყველა მამას, ბებიებს და ბაბუებს, ვისი შვილები და შვილიშვილებიც არიან ახლა იქ – ბატონებო, ჩვენ უნდა მივეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდებს. მათ ზურგზე გადადის მთელი ეს შეტაკებები, რასაც უკეთებენ. მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი რამის გაკეთება – როგორმე უნდა გავაგრძელოთ, რომ ეს აქციები არ დაიწყოს საღამოს 7 საათზე.

მოდით ხვალ, მე თქვენ გელოდებით, ვისაც გული შეგტკივათ და რა თქმა უნდა, ყველას შეგტკივათ, პირველ საათზე პარლამენტთან და პირველიდან შვიდამდე ვიყოთ მაინც, მივიქციოთ იმათი ყურადღება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავღლით მაინც ამ საშინელ სადისტებს, რომლებიც ასე უსწორდებიან ჩვენს შვილებს. […]

ხვალ, გელოდებით, ვისაც გული შეგტკივათ რუსთაველზე, პირველ საათზე, პარლამენტთან. მე, მარტოც რომ ვიყო, მარტო გავაპროტესტებ ამას, მაგრამ მე მჯერა, რომ მოხვალთ თქვენ და იქნება იქ ხალხი და იქ გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ მერე. დღეს საქართველო დგას გასაყარზე, უკან დასახევი გზა არ გვაქვს. გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, არავის არ უნდა დაემორჩილოთ, ეს არ არის არჩეული მთავრობა და ასე გვატერორებენ სულ ყველას. ასე რომ, გელოდებით, მოდით პირველი საათიდან შვიდ საათამდე მაინც ახალგაზრდებს შევუმსუბუქოთ, ჩვენზე გადმოვიტანოთ ეს ზეწოლა, რომ ახალგაზრდებს შეუმსუბუქდეთ შემდგომ.”

სრულად წაკითხვა