ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება.
„საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება და მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად და უმალ დაუწესონ სანქციები მათ, ვინც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიტაცა ხელისუფლება. კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად, გარდუვალია ახალი არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.