50
ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„ირაკლი ღარიბაშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამების ფაქტი მანამდე, ვიდრე საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ მას ქრთამის აღების შესახებ მომავალი ბრალდება ეღიარებინა.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“ (IPN)
საერთაშიროსო alia.ge