WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებით განხილვაზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა. მინდა, ვუსურვო მხნეობა და მინდა, ასევე ვუსურვო ის, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს…

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან ემოციური, მე ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური […]

მე ხომ გითხარით, დღეს რაზეც ვიყავი მოსული, ვიყავი მეგობართან, ვნახე ჩემი მეგობარი… ღმერთია ყველას მსაჯული და, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე და გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას”.

ფოტო – „ტვ პირველი“