WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ტაილანდში მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა თავისი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე, სამი პედაგოგი და სამი მოსწავლე.

დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი. მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედია 7 აგვისტოს მოხდა ბანგკოკთან მდებარე სკოლა დებსირინ ნონტჰაბურში, რომელიც პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება და სამი ათასამდე მოსწავლე ჰყავს.

ბანგკოკთან მდებარე სკოლიდან ევაკუირებული მოსწავლეები

ბანგკოკთან მდებარე სკოლიდან ევაკუირებული მოსწავლეები

ეჭვმიტანილი 14 წლის ბიჭია, რომელმაც სკოლაზე თავდასხმამდე სახლში მოკლა ბებია და ბაბუა. ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ, ბაბუის იყო.

სკოლაზე თავდასხმის შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მიყენებული ჭრილობების გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მოტივი, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია.