“მოკლედ, “წითელი ხაზის” საბოლოოდ გადაკვეთას უკვე ძალიან ცოტაღა აკლია” – ზაალ ანჯაფარიძე

1 week ago 12

საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ცივილიზებული ოპონირების ტრადიცია და პრაქტიკა“, – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში

მაინც როგორ უნდა მოხდეს საქართველოში განსხვავებული პოზიციების, აზრების და ღირებულებების მშვიდობიანი, ცივილიზებული თანარსებობა, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიებშია?

მე პირადად მგონია ეს ვერ და არ მოხდება მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ცივილიზებული ოპონირების ტრადიცია და პრაქტიკა. მიზეზების განხილვას აქ არ დავიწყებ, ვიტყვი ერთ რამეს – განსხვავებულს და მიუღებელს ბუნებრივია ვერ მიიღებ და ვერც პატივს სცემ, მაგრამ თუ დემოკრატია გსურს, ეს განსხვავებული უნდა აიტანო მაინც.

თუმცა, ეს ამტანიანობა მთავრდება იქ და მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთის მიმართ იწყებენ ე.წ. „წითელი ხაზების“ გადაკვეთას, უკადრებლის კადრებას, და დაუკრეფავში გადასვლას. ვინ გააკეთა ეს პირველად?

ჩემი აზრით, მეტნაკლებად მშვიდობიანი ურთიერთატანის რეჟიმი პირველებმა დაარღვიეს „ნაცმოძრაობამ,“ მისმა ანასხლეტებმა, მათთან აფილირებულმა ენჯეოებმა და საზოგადოების სეგმენტმა. მათ უკვე რამდენჯერმე მიიყვანეს ქვეყანა „წითელ ხაზთან“ და ეხლაც იგივეს ცდილობენ.

მოკლედ, „წითელი ხაზის“ საბოლოოდ გადაკვეთას უკვე ძალიან ცოტაღა აკლია. ზუსტად ვიცი, როდესაც მოსახდენი მოხდება, შემდეგ დადგება მწარე „პახმელია“ და საყოველთაო ოხვრა – ეს როგორ მოგვივიდა?!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა