რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ერთ-ერთი მდინარის ნაცვლად რუსეთის ქალაქი ახსენა იმ რაიონებს შორის, სადაც მისი მტკიცებით, რუსულ არმიას უკრაინის ძალები ალყაში ჰყავს. პუტინის ნათქვამს ირონიულად უპასუხა უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სარდლობამ და მომავალი ბრძოლის „ანონსად“ შეაფასა.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 28 ივნისს ღამით გავიდა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში რუსეთის არმიის „წარმატებებზე“ საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა დასახლებული პუნქტი რუბცი(დონეცკის ოლქი), სადაც, პუტინის თანახმად, „მდინარე სტარი ოსკოლის(ძველი ოსკოლი) მარცხენა ნაპირზე“ რუსეთის ჯარებს „პრაქტიკულად დაბლოკილი ჰყავთ“ უკრაინის დაახლოებით 5000-წევრიანი დაჯგუფება.
მდინარეს, რომელსაც პუტინი გულისხმობდა, ოსკოლი ჰქვია, სტარი ოსკოლი კი რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქია.
29 ივნისს უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფებამ სოციალურ ქსელებში თავის გვერდებზე დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინის ნათქვამს უარყოფს:
„სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩვენ მხოლოდ ვმუშაობთ წინ წასაწევად ამ ქალაქისკენ, რომელიც, როგორც ცნობილია, რუსეთის ბელგოროდის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მეთაურისთვის თავისი ჯარების ბრძოლისუნარიანობა უკეთესადაა ცნობილი, ვიდრე ჩვენთვის, ამიტომ გთავაზობთ სტარი ოსკოლისთვის ბრძოლა მისი მხრიდან ანონსად ჩავთვალოთ“.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმებით გამოწვეული „პრობლემები“ და საწვავის „გარკვეული დეფიციტი“ აღიარა.
ამასთა, პუტინმა ილაპარაკა წარმატებებსა და წინსვლაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, რუსულ არმიას უკრაინის არაერთ რაიონში აქვს.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·