25-27 ივლისს, მონღოლეთის დედაქალაქი ძიუდოს მსოფლიო ტურის გრან სლემს უმასპინძლებს. გრან სლემზე საქართველოს სახელით ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს.
აღნიშნულ ტურნირზე სულ ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს, ესენია: გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი, კოტე კაპანაძე, ალექსანდრე ლოლაძე, ნიკოლოზ დავლაძე და საბა ქარდავა.
რაც შეეხება საასპარეზო კატეგორიებს, სრული სია ასე გამოიყურება:
გიორგი ლოლაძე -73
მათე ბერუაშვილი -73
კოტე კაპანაძე -81 კგ
ალექსანდრე ლოლაძე -81
ნიკოლოზ დავლაძე -90
საბა ქარდავა +100 კგ