“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ანა კობახიძე 4 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“❌ არასწორია – „აკვირდება“
✅ სწორია – „ესწრება“
მორიგ სპეცოპერაციას, რომელსაც ქოცები „არჩევნებს“ უწოდებენ, ესწრება მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
4 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა სულ 37 პირი, შემდეგი ქვეყნებიდან:
🇯🇴 იორდანია, 🇹🇳 ტუნისი, 🇲🇻 მალდივები, 🇹🇷 თურქეთი, 🇪🇹 ეთიოპია, 🇲🇪 მონტენეგრო, 🇧🇦 ბოსნია და ჰერცეგოვინა, 🇿🇦 სამხრეთ აფრიკა, 🇧🇬 ბულგარეთი, 🇰🇬 ყირგიზეთი, 🇦🇿 აზერბაიჯანი, 🇫🇯 ფიჯი, 🇭🇺 უნგრეთი, 🇸🇰 სლოვაკეთი, 🇦🇲 სომხეთი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არ გულისხმობს საერთაშორისო დაკვირვებას. ისინი მხოლოდ დაესწრებიან იმიტირებულ კენჭისყრას და არ აქვთ ვალდებულება მოამზადონ შეფასების დოკუმენტი.
➡️ შესაბამისად, როდესაც საუბარია „საერთაშორისო დაკვირვებაზე“, უნდა გვახსოვდეს:
• არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია არ აკვირდება ამ პროცესს;
• ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლები ვერ და არ შეაფასებენ სრულფასოვნად ამ პროცესს.
📌 საერთაშორისო დაკვირვებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი წესები და ვადები, ხოლო ეს რაც ახლა გაგვისაჯაროვეს, არის ადმინისტრაციებს შორის მივლენა“, – წერს ანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.