ბულგარური მედიის ცნობით, სოფიის ცსკა 24 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წაიტაშვილის დამატებას გეგმავს და იგი გუნდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.
წაიტაშვილი ამჟამად კიევის "დინამოს" ეკუთვნის და გასული სეზონი იჯარით ესპანურ „გრანადაში“ გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის სურვილი ესპანეთში კარიერის გაგრძელებაა, ბულგარული კლუბი კონკურენციას არ უშინდება.
გიორგიმ ცსკა-ს უკვე სთხოვა 10-დღიანი ვადა საბოლოო პასუხის მისაცემად. შეგახსენებთ, ბულგარეთის კლუბმა გასულ სეზონში თასის ფინალი და კონფერენს ლიგის პლეი-ოფიც წააგო.