მოსკოვი, ნავთობის ბაზა სტავროპოლის მხარეში - რუსეთზე დრონებით შეტევა იყო

4 hours ago 5

13 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთზე, მათ შორის მოსკოვზე. მოსოვის ოლქის ხელისუფლების თანახმად, არის მსხვერპლი. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო ნავთობის საცავი სტავროპოლის მხარეშიც.

რუსეთის სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე 13 ივლისს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა დასახლება ვიაზნიკიში მდებარე სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტი იწვის.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე, რომელიც რკინიგზის მახლობლად მდებარეობს. მისგან 1,2 კილომეტრშია კიდევ ერთი ნავთობის ბაზა, რომელსაც უკრაინის ძალებმა 9 ივლისს დაარტყეს.

აფეთქებები იყო მოსკოვის შემოგარენში. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე შუაღამიდან დილის ექვს საათამდე გამოქვეყნებული მოკლე ცნობების მიხედვით, საერთო ჯამში მოიგერიეს მოსკოვისკენ მიმავალი 40-მდე დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები“. სობიანინს არც კონკრეტული ადგილები დაუსახელებია და არც შედეგები.

ASTRA-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი სახლს მოხვდა მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში.

13 ივლისს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად რეგიონში სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

სრულად წაკითხვა