მოკოსვში ააფეთქეს გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი იმ დროს აფეთქდა, როცა საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.
კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა.
„გამოძიების თანახმად, 17 დეკემბერს, დილით მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზე, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად, ქ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების თანამშრომელი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.