მანამდე რუსეთის ფედერალური სამსახური ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სფეროში (როსსელხოზნადზორი) აცხადებდა, რომ 12 ივნისიდან ზღუდავს სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქციის იმპორტს, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით მის ტრანზიტს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში.
„ჩვენ გვაქვს საწარმოებთან მუშაობის მრავალწლიანი ისტორია, ლაბორატორიული კვლევების შედეგები, მონაცემები მიწოდებებისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ“, – განაცხადა დანკვერტმა ინტერვიუში Российская газета-სთან.
მისი თქმით, სომხეთის მთავარი პრობლემა წარმოებისა და კონტროლის სისტემის ორგანიზებაშია – “მრავალი მცირე ფერმერი აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ექსპორტზე გააქვს, თუმცა წარმოებასა და პროდუქციის გაგზავნას შორის ფაქტობრივად არ არსებობს შიდა კონტროლისა და კოოპერაციის ეფექტიანი მექანიზმი”.
დანკვერტის განმარტებით, მაკონტროლებელი ორგანოები ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამ მოცულობის პროდუქციის შემოწმებას.
„როდესაც არსებობს კოოპერაცია, საწარმოო კონტროლი და მწარმოებელთა გაერთიანებების პასუხისმგებლობა, სისტემა ეფექტიანად მუშაობს. სწორედ ეს აკლია დღეს. ამიტომ შეზღუდვების მიზეზი პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას უკავშირდება და არა პოლიტიკას“.
მიუხედავად რუსეთის მაკონტროლებელი ორგანოს განმარტებისა, სომხური პროდუქციის ხარისხის დაწუნება და იმპორტის შეზღუდვა სწორედ რუსეთ-სომხეთის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაიწყო. მოსკოვს მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური გამწვავების ფონზე არაერთხელ გამოუყენებია.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·