WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თაღ­ლი­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლო­სა და დე­ტექ­ტი­ვე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მია, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქეს მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­არ­თვა ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი და და­არ­წმუ­ნა, რომ მათი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, ერთი თვის ვა­და­ში, შე­სა­ბა­მის თან­ხას გა­და­უხ­დი­და. თუმ­ცა, ბრალ­დე­ბულ­მა ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბულ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვი­ტა და მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა, 102 300 ლარი, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა.
შსს-ს ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.