მოულოდნელი მსურველი ევროპიდან - ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი ეპატიჟება

1 month ago 7

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ბრაზილიელი ვარსკვლავით, ნეიმარით დაინტერესდა და მისთვის ერთწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. თურქული გრანდი მზად არის, გამოცდილი თავდამსხმელი საკუთარ რიგებში იხილოს.

შეგახსენებთ, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, ხოლო „ფენერბაჰჩემ“ ბოლო სეზონი სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნიშნავს.

ნეიმარი ამ ეტაპზე ბრაზილიურ „სანტოსში“ თამაშობს და 14 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი აქვს. ტრანსფერის შემთხვევაში, ეს მისი ევროპაში დაბრუნების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

სრულად წაკითხვა