მსახიობი ნატა მურვანიძე სამშობლოსთვის – საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ევროპულ ოჯახში შესვლაზე საუბრობს:
“როცა დღეს ხელში გიჭირავს ევროკავშირის დროშა და საქართველოს დროშა, რაც 35 წელიწადია მსხვერპლით, სისხლისღვრით, წვალებით, ზოგან გაძრომით, ზოგან შუბლით შესკდომით მოიტანე აქამდე, აქ ხომ არ არის ლაპარაკი დროშის ფრიალზე, აქ არის ლაპარაკი ღირებულებებზე, რომლებზეც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იდგეს. ამ ღირებულებების წინააღმდეგ თეატრის დარბაზში სპექტაკლზე ვინმე თუ ზის, იქნებ დაფიქრდეს. მანდ უკვე აღარ ვუწევთ ანგარიშს ეს არის პოლიტიკური პარტია, ეს მომწონს, ის მომწონს. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ამ ქვეყნის განვითარება, ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის პერსპექტივა არის ამ ღირებულებებზე, აქეთ მივდივართ. დარბაზში რამდენი კაცი ზის – რამდენი ნაცი, რამდენი ქოცი და რამდენი გირჩი, აღარ აქვს მნიშვნელობა.”