წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.
“დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდნენ. ამ გზით ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365 273 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
odishinews საერთაშორისო