მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" რჩება? - ბრიტანული გამოცემები ეგვიპტელზე პროგნოზირებენ

1 week ago 14

ბრიტანული Mirror წერს, რომ "ლივერპულის" 32 წლის ეგვიპტელი შემტევი, მო სალაჰი, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

ინგლისში ამბობენ, რომ სალაჰი თავდაპირველად ითხოვდა ახალ სამწლიან კონტრაქტს, "მერსისაიდელებს" კი ერთი წლით სურდა ხელშეკრულების გაგრძელება.

საბოლოო გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა მოახერხეს შეჯერებულიყვნენ ახალ ორწლიან კონტრაქტზე.

მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს შორის 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სრულად წაკითხვა