1981 წლიდან, ყოველწლიურად, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონის – უმბრიის პატარა ქალაქ გუბიოში, სადაც დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე ინთება და ის გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი.
მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ნაძვის ხე, ის არაჩვეულებრივია – შუქის კონტურული გამოსახულება გადაჭიმულია ინჯინოს მთის ფერდობიდან ქალაქის შუა საუკუნეების კედლებამდე.
ხის „ფესვები“ სწორედ ქალაქის უძველესი ნაწილიდან იწყება, მისი საშობაო ვარსკვლავი კი მთის მაღალ ფერდობზე განლაგებულ ქალაქის მფარველის, წმინდა უბალდოს ბაზილიკას სცდება და მწვერვალს აღწევს.
ამ საოცარი ინსტალაციის სიგრძე 750 მეტრია, სიგანე – 450 მეტრი. დაახლოებით 300 მწვანე ფარანი გამოსახავს ნაძვის ხის ფორმას, ცენტრი 400-ზე მეტი ფერადი მოციმციმე ნათურებით ნათდება, ნაძვის ხის კენწეროზე გამოსახული საშობაო ვარსკვლავი კი 250 ნათურით შუქურასავით ანათებს, რომელიც ფერს ყოველ ხუთ წუთში იცვლის.
მის შექმნაზე მოხალისეები მუშაობენ და ეს არც ისე იოლი შრომაა – მთელია ამ კონსტრუქციის აწყობას 8,5- კილომეტრიანი ელექტროსადენები და დაახლოებით 1300 საათი სჭირდება.
საინტერესოა, რომ ნაძვის ხე თითქმის მთლიანად მზის ენერგიაზე „მუშაობს“.
მანანა ბანძელაძე