პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა

15 hours ago 1

» ჯანქი » პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა


პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა


პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშცილმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, წულუკიძეებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ. 

რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

დღეს, 23 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 პირი შეიწყალა.

მთავარი არხი

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+

სრულად წაკითხვა