“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

6 days ago 4

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ — წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა