WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 30

2025 წლის 4 ოქტმბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ციხე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის არ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ციხეში იყო, სადაც რაღაცების გადაფასება ხდება.

“მე ციხეში შემისრულდა 50 წელი, ბავშვიც არ ვარ, რაღაცების გადაფასება ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ჩემ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში და ეს არ უკავშირდება იმ საპროცესო შეთანხმებას”- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ და დაამატა, რომ საპროცესო შეთანხმებაში არანაინირი პირობები არ ყოფილა, რაც პოლიტიკიდან მის წასვლას ეხებოდა და ეს არის მხოლოდ მისი გადაწყვეტილება.

მან პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ზოდელავამ თქვა, რომ ის რჩება საქართველოში და არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში არ ხედავს.