Bild-ის დღევანდელი ფოკუსი ბაიერნის ჩავარდნილ ტრანსფერებს ეხება. ამჯერად, გამოცემა ჯამალ მუსიალას პოტენციურ შემცვლელზე წერს.
ახალგაზრდა გერმანელის დაშავების შემდეგ ბაიერნი ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდა და როგორც Bild-მა დაწერა, კლუბის ერთ-ერთი სამიზნე მარკო ასენსიოც იყო.
იმის გამო, რომ ასენსიოს მაღალ დონეზე თამაშის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ბაიერნი მას სერიოზულ კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ ტრანსფერი ასენსიოს მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო ჩავარდა.