დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი
ჭეშმარიტ პოეტს, _ ტერენტი გრანელს! _
იყო რომელიც კაცი მწუხარე.
_ ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი! _
ტერენტი! როცა შენ ამას წერდი,
თუ გახსოვს ღმერთი, თვით ქრისტე-ღმერთი
ხომ არა მდგარა მაშინ შენს გვერდით?!
_ სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან
და იბურება ქალაქი ნისლით! _
ვინც თავის ნაცვლად ატარებს ხბოს თავს,
ღრმად იგრძნობს, მჯერა, ამ სიტყვებს ისიც.
თუ არა ვაჟას ნაღდი აჩრდილი, _
სხვა ვინ იტყოდა, როგორ გგონია?!
_ წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია.
დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი
ჭეშმარიტ პოეტს, _ ტერენტი გრანელს! _
იყო რომელიც კაცი მწუხარე.