"მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია" - რას ამბობს ბაჩო ქაჯაია

1 week ago 3

მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ საპროტესტო აქციიდან განაცხადა, რომ სულ ორი მოთხოვნა აქვთ, რომლებიც ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაა.

"მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია. ჰაერში ვერ გაჩერდება, შესაბამისად ეს მუხტი ვერ ჩაქრება.

ყველას მოუწევს ამ მუხტთან თავლის გასწორება. მე მზად ვარ ვიდგე აქ, სანამ თვალს არ გაუსწორებენ ის ადამიანები, რომელმაც უნდა გაუსწორონ. ორად ორი მოთხოვნაა, ეს არის არჩევნები და გათავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულების.

ჩვენ აქამდე მივალთ ზუსტად ვიცი. მე მჯერა ადამიანების, ჩემი მეგობრების, რომლებთან ერთად მანამდე ვიყავი აქ. ჩვენ იმიტომ კი არ მოვდივართ, რომ უნდა მოვიდეთ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია და ეგ მუხტი ვერ ჩაქრება" – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

სრულად წაკითხვა