28.08.202628.08.2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
უწყება ამბობს, რომ ცხედარი ზღვაში 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
„საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა“, – აცხადებს საგანგებო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა.
netgazeti