მშვენიერი არჩევანია - ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ გრანდში მიდის

1 month ago 21

25 წლის ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი პანსერაიკოსში შესანიშნავ სეზონს ატარებს და როგორც ჩანს, ეს მის სამომავლო ტრანსფერზეც აისახება.

ბერძნული მედია იტყობინება, რომ მოქმედ ჩემპიონ პაოკს გუგეშაშვილის შეძენა უმთავრეს პრიორიტეტად აქვს მიჩნეული!

ბოლო საათებში სალონიკიში გავრცელდა ხმები, რომლის თანახმად, პაოკ-მა და ლუკა გუგეშაშვილმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს. როგორც ირკვევა, კლუბმა იმ ფეხბურთელის გარემოცვასთან, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი თამაშით შთაბეჭდილება მოახდინა, ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიაღწია.


იმავე ხმების თანახმად, პაოკ-ი ჯერჯერობით არ დაკავშირებია პანსერაიკოსს, რომელთანაც გუგეშაშვლის კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პანსერიაკოსთან ტრანსფერზე მოსალაპარაკებელი იქნება.

- წერენ საბერძნეთში.

სრულად წაკითხვა