მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი

1 week ago 17

2024 წლის მშვიდობის ინდექსის (Positive Peace Index) მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.

მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც განსაკუთრებით პროგრესირებადი ქვეყანა, მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც გამოარჩიეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53-ე ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

კვლევა აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99,7% ცხოვრობს. მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები:

  1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
  2. ჯანსაღი ბიზნესგარემო
  3. კორუფციის დაბალი დონე
  4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
  5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
  6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
  7. ინფორმაციის თავისუფლება
  8. რესურსების სამართლიანი განაწილება

2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ბოლო ადგილზე კი სამხრეთ სუდანია.

„პოზიტიური მშვიდობის ანგარიშში“ საქართველოს შესახებ ინფორმაციას იხილავთ ამ ბმულზე: გვ. 10; გვ. 14; გვ. 15; გვ. 51; გვ. 56; გვ. 57; გვ. 77.

„ბიზნესისა და მშვიდობის ანგარიშში“ საქართველოს შესახებ ინფორმაციას იხილავთ ამ ბმულზე: გვ. 4; გვ. 35; გვ. 39

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა