მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი გადადგა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მერის განცხადებით.
„დავტოვე მერის თანამდებობა“, - წერია 21 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გოგი აბულაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა რადიო თავისუფლება, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია კი არ დაადასტურეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.
გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გახდა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით. იმავე დღეს აირჩიეს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია. მანაც თანამდებობა რამდენიმე წლით ადრე, 14 აგვისტოს დატოვა.
radiotavisupleba ახალი ამბები