მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი თავისი ასაკისა და მახსოვრობის შესახებ ემოციურ განცხადებას აკეთებს:
დეკემბერში 84 წლის ვხდები და ხანდახან მაქვს მომენტები, როდესაც რაღაცები მავიწყდება. არავის აქვს ისეთი მახსოვრობა, რომ ყველაფერი 100%-ით ახსოვდეს, თუმცა, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე იყო.
ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში მახსოვრობაზე პრობლემა არასდროს მქონია, ახლა კი ვამბობ, რომ რაღაც 20 წლის წინ გავაკეთე, ან 30 წლის წინ..
- ამბობს ფერგიუსონი.
სერ ალექსმა ისიც თქვა, რომ ცხოვრების ბოლოსკენ უფრო მეტს ცეკვავს, კითხულობს და ცდილობს, რომ დრო ნაყოფიერად გაატაროს.