"მხითარიანი უკვე ძლივს დადის, აი ხვიჩა კი.." - რას ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

14 hours ago 2

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ ინტერისა და პარი სენ-ჟერმენის ფინალზე შეფასებითი კომენტარი გააკეთა.

ერთ-ერთ მონაკვეთში საბომ ერთმანეთს კავკასიური ფეხბურთის ორი გამოჩენილი წევრი, ჰენრიკ მხითარიანი და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა:

არ ვფიქრობ, რომ თამაშამდე თანაბარი იყო შანსები. პარიზს ბევრი სწრაფი მოთამაშე ჰყავს, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებს. საქართველოში ისწავლეს თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი.


რაც შეეხება ინტერს, იქაურობა პენსიონერებითაა სავსე. თუნდაც მხითარიანი ვახსენოთ, რომელიც მოედანზე ძლივსღა დადის.

- თქვა საბომ.

სრულად წაკითხვა