"მხოლოდ ამ 2 მებრძოლს შეუძლია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა" - მახაჩევის მწვრთნელი

1 week ago 2

UFC 317-ზე ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონობისთვის ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში მეორე წონითი კატეოგრიის ჩემპიონობაც მოიპოვა.

გმირულ გამოსვლას ბევრი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის ისლამ მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესიც. როგორც მენდესმა განაცხადა, თოფურიამ ოლივეირასთან განსაკუთრებული ორთაბრძოლა აჩვენა და დამსახურებულად მიიპყრო UFC-ის ყურადღება. მისი აზრით, თოფურია გამორჩეული მებრძოლია და მხოლოდ რამდენიმე ტოპ მებრძოლი, მაგალითად გეიჯი და ცარუკიანი, შეძლებენ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას თქმით, შემდეგი ბრძოლისთვის წლის ბოლოს იქნება მზად.

სრულად წაკითხვა