ნაბიჯი ფინალისკენ გადადგმულია - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "არსენალთან"?

1 week ago 6

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" გასვლაზე "არსენალს" მოუგო, 1:0.

დაპირისპირების ერთადერთი გოლი მეოთხე წუთზე, კვარაცხელიას ზუსტი საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა, რომელიც დემბელემ დააგვირგვინა.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 7,4 ქულა დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ორივე გუნდის შემადგენლობაში.

საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, "პარკ დე პრენსზე" შედგება.

სრულად წაკითხვა