შემოგთავაზებთ ფუმფულა, უნაზესი, ჰაეროვანი და უგემრიელესი კექსის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • ქიშმიში (შეგიძლიათ არ დაამატოთ) 150 გრ

მომზადების წესი:

  1. ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე.
  2. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  3. შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე და გამაფხვიერებელი. თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი. მიიღებთ თხელ ცომს.
  4. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, გადაწურეთ, გააშრეთ, შეურიეთ სუფრის კოვზი სახამებელი და დაამატეთ ცომს.
  5. კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან მოასხით გამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!