"ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა" - გიორგი გველესიანის კომენტარი

1 day ago 6

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა ისაუბრა:

"ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს"

- თქვა გველესიანმა.

სრულად წაკითხვა