ნამახვანჰესის საქმე: საქართველომ „ენკას“ $383,2 მლნ უნდა გადაუხადოს

2 weeks ago 10

საქართველომ 383,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს კომპანია „ენკას“, რომელმაც რიონის ხეობაში ნამახვანჰესი ვერ ააშენა.

ინფორმაციას „ენკას“ სამშენებლო კომპანია ავრცელებს.

„საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლიანი იყო. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაევალა ჩვენი კომპანიისთვის დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ქართულ მხარეს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ნამახვანის პროექტი მდინარე რიონზე ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ „რიონის ხეობის მცველების“ ორგანიზებით მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა. 2021 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ „ენკამ“ ხელშეკრულება გაწყვიტა, ოქტომბერში კი საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა.

„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა – დავითაშვილი

სრულად წაკითხვა