WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაამტკიცა. ნანა სანდერი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 24 ივნისს მიუსაჯა. მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ