WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23.10.202623.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

„დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელს და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმიდან ამ ჯგუფის ნაწილზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა 2026 წლის 26 ივნისს. მოსამართლემ ნანა სანდერი დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნანა სანდერმა ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლოში ისაუბრა. თავად მოუყვა მოსამართლე თამარ ჭედლიშვილს იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ციხეში აწყდება. მათ შორის არის მკურნალობაზე უარის თქმა, მისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდების შეფერხება და აგრესიული დამოკიდებულება და არაადამიანური მოპყრობა ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის მხრიდან.