ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობას ეხმაურება.
“ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.
ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქურდების” შემადგენლობასთან.
ქართველი ქურდები პოლიტიკაში არ ერეოდნენ. უფრო მეტიც, ამ დაჯგუფების წევრი, კვარაცხელია საერთოდ დისტანცირებულია დიდი ხანია ამ სამყაროსთანაც კი.
შვილის მკვლელობამ შეიძლება რამე შეუცვალა.
ისინი, ვინც ახლა ჯანგველაძის ძმის მკვლელობის ამბავში მოიაზრებიან არიან ქოცებთან დალაგებულები. ლავას ოღლი მაგალითად, რომლის გავლენამაც აჭრაში პოლიციელის მკვლელი გამოიყვანა საპატიმროდან.
ეს ხალხი ალაგებს ქართული ოცნების ყველა არჩევნებს ამ ქვეყანაში.
სავარაუდოდ ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან , რატომ მიუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს.”- ნანუკა ჟორჟოლიანი.